28 მარტი 2023,   11:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" ცენტრ ემპათიას ექსპერტები შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" ცენტრ ემპათიას ექსპერტები შეხვდნენ. მათი განცხადებით, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან მისი მდგომარეობა რთულია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით,  იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება, კლინიკა "ვივამედის" მიერ.

მისივე თქმით, კვლევის პასუხები გათვალისწინებული იქნება დასკვნაშიც.

ნევროლოგი ოთარ თოიძე კი აცხადებს, რომ დასკვნის მომზადება დასასრულს უახლოვდება. 

"დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება. ამიტომ, აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს მასში. ვინაიდან ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე 2 კვირაზე მეტი და ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, ეს ცვლილებები უნდა ინახოს და ჩაიწეროს კლინიკის ისტორიაში და სავარაუდოდ დასკვნაშიც", -აცხადებს ოთარ თოიძე.

დღის ამბები