27 იანვარი 2023,   20:59
ვრცლად
ომის ინფლაცია გაანადგურებს ცენტრალური ევროპის ეკონომიკას - ორბანი

ენერგორესურსებზე ფასების მატება და ომის ინფლაცია გაანადგურებს ცენტრალური ევროპის ეკონომიკას - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა.

"ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირადღირებული რამ არის ენერგია. ამიტომ, ევრო დოლართან მიმართებით სუსტდება. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამით ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება, ხოლო ევროპა იტანჯება. ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა ომი," - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები