04 თებერვალი 2023,   07:15
ვრცლად
იგორ დოდონი ეჭვობს, რომ მოლდოვა საკუთარი ტერიტორიის გავლით უკრაინაში შეიარაღებას ატარებს, რაც შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის საბაბი გახდეს

კიშინიოვი შესაძლოა უკრაინის კონფლიქტში ჩაითრიონ,- ამის შესახებ ვარაუდს ქვეყნის ექს-პრეზიდენტი გამოთქვამს.

იგორ დოდონი ეჭვობს, რომ მოლდოვა საკუთარი ტერიტორიის გავლით უკრაინაში შეიარაღებას ატარებს, რაც შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის საბაბი გახდეს. იგორ დოდონთან ინტერვიუს რუსული მედია საშუალებები აქვეყნებენ.

"ყოველდღე ასობით ვაგონი მიდის მოლდოვას გავლით უკრაინაში. სატვირთო მანქანები დალუქულია. არ გამოვრიცხავ, რომ იქ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი იყოს, რაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენთვის. ჩვენ აზრს არავინ გვეკითხება და უნებლიედ ვხვდებით უკრაინაში საომარი მოქმედებების მონაწილე. რუსეთთან ომისთვის მზადების სანაცვლოდ, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა მოსკოვთან და არ შევასრულოთ შტატების და ევროპის მოთხოვნები", - აცხადებს იგორ დოდონი.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები