08 თებერვალი 2023,   07:58
ვრცლად
რუსებმა კრამატორსკის ცენტრი "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით დაბომბეს - ომის 135-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 135 - ე დღეა. მძიმე ბრძოლები დონეცკის მიმართულებით გრძელდება. რუსული ჯარები ქალაქ კრამატორსკის ცენტრს "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით დაესხნენ თავს, დაღუპულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 6.

საჰაერო დაბომბვები განხორციელდა ქალაქ სლავიანსკში. მოსახლეობას ტერიტორიიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

გასული დღე - ღამის განმავლობაში უწყვეტად იბომბებოდა ქალაქი ავდიივკა, დაღუპულია 2 ადამიანი.

3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმას ხარკოვში, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.

დაიბომბა დნიპრო პეტროვსკიც. რის შედეგადაც განადგურებულია 20 ჰექტარი ხორბლის ყანა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის სოფლების მიმართულებითაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები