29 იანვარი 2023,   15:33
ვრცლად
მათთვის, ვისთვისაც სათვალე მოდურ აქსესუართან ასოცირდება - ბრენდ George Piralli-ის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს!

გარდა იმისა, რომ სათვალე თვალს იცავს და მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, მოდური აქსესუარიც გახლავთ. შესაბამისად, მისი არჩევა/შეძენისას, ძირითადად, მოდის ტენდენციებს ვაქცევთ ყურადღებას.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, თუ ულტრაიისფერი სხივებისაგან რამდენად იცავს თვალს. 

2022 წლის ზაფხულისთვის ბრენდ George Piralli-ის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს! 

ახალი მოდელები გამორჩეულია ახალი ფერებით, ფორმებით. სასათვალე ლინზები განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესოა ფერადოვნებით და გარდამავლობით. მასალები, ტრადიციულად, უმაღლესი ხარისხისაა - დახვეწილი აცეტატი და თხელი მეტალი - მოხდენილი ვიზუალისთვის და განსაკუთრებული კომფორტისთვის!

ახალ კოლექციას მიეძღვნა სპეციალური სარეკლამო კამპანია, რომელიც ცნობილ სახეებთან და ინფლუენსერებთან კოლაბორაციით მომზადდა. ექსკლუზიურ კოლაბორაციაში მონაწილეობა სალომე ღვინიაშვილმა, ირაკლი მაქაცარიამ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიიღეს.

ცოტა რამ ბრენდის შესახებ

ქართული ბრენდი George Piralli 2006 წელს შეიქმნა და უკვე წარმოადგინა ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, რომლებიც განსაკუთრებულად შეიყვარა მომხმარებელმა.

George Piralli-ის სათვალის დიზაინის შექმნას საფუძვლად უდევს ოპტიკის სფეროში მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება, 50-ზე მეტი საერთაშორისო გამოფენა...

ყოველ მორიგ კოლექციასთან შეხება, თვალისა და ხელის შევლება, ფერების, ფორმების და მასალის წარმოუდგენელი მრავალფეროვნება და სინთეზი - ეს ყველაფერი შემქმნელებს აძლევს შთაგონებას და მუხტს წარმოადგინონ George Piralli-ის გასაოცარი და ულამაზესი სათვალე.

ბრენდი ორიენტირებულია მუდმივი სიახლეების შემოთავაზებაზე, არის მრავალფეროვანი და საყოველთაო. ამიტომაც, უკვე არსებობს ყველაზე გაყიდვადი მოდელების საკმაოდ ვრცელი სია. George Piralli-ს ყოველი მორიგი კოლექცია დიდ ინტერესს იწვევს და ოპტიკურ სალონებში გამოჩენისთანავე, სწრაფი ტემპით იყიდება.

დღის ამბები