08 თებერვალი 2023,   08:54
ვრცლად
ხვალ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, შალვა პაპუაშვილის მიერ დანიშნულ შეხვედრას დაესწრება

ოპოზიციამ კონსულტაციები დაასრულა - პარტიების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხვალ დანიშნულ შეხვედრას დაესწრება.

მმართველ გუნდთან სალაპარაკოდ მზად არის "გირჩი", გიორგი გახარიას გუნდი და "მოქალაქეები". შეხვედრაზე სავარაუდოდ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც მივლენ, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი". ამის შესახებ მათ თავად განაცხადეს. 

"პაპუაშვილთან შეხვედრა არ არის არსებითი. საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რიგგარეშე სესიის დღის წესრიგთან დაკავშირებით და ბუნებრივია, წარდგენა მოხდება როგორც საზოგადოებისათვის, ასევე პრეზიდენტისთვისაც,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საჭიროა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით წარსდგეს

"ჩვენ კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მთელი პროცესი გადადოს სექტემბრისთვის, ჩვენ ზაფხული უნდა გამოვიყენოთ და ვთანხმდებით ოპოზიციაში იმაზე, რომ მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია. ვფიქრობ, რომ სპიკერთან შეხვედრის მთავარი თემა, სწორედ ეს უნდა იყოს. უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისათვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

პარლამენტში, პარტიებს შორის მოლაპარაკება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

დღის ამბები