27 იანვარი 2023,   22:16
ვრცლად
"5 ივლისის ძალადობა იყო, საერთოდ, ამოვარდნა, რომელიც დასასჯელიც არის და დასაგმობიც,მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გასააზრებელია" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ის ძალადობა, რაც ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, არის დასაგმობი და დასასჯელი.

პაპუაშვილი, ასევე, ომბუდსმენის სარჩელსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, ათნიშნული საკითხი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. 

"ჩემი განსახილველი საკითხი არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს თუკი მიმართავს შესაბამისი  სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის მიმართვას იმ სუბიექტებს, რომელსაც აქვთ ეს უფლებამოსილება.ამიტომ, სარჩელს თუ შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.

რაც შეეხება 5 ივლისს, ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც საზოგადოება შეჩვეული ვიყავით, მათ შორის მედია ყოველთვის არის სხვადასხვა მოვლენის ეპიცენტრში და ამოვარდნა იყო ნამდვილად, რომ ამხელა აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ, პირდაპირ გამოხატული და ეს ძალადობა, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დასასჯელიც არის, დასაგმობიც არის, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გასააზრებელია ის ამოვარდნა, რომელიც ჩვენ ვნახეთ,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სახალხო დამცველი "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას ითხოვს. ომბუდსმენმა სარჩელი მოამზადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. 

დღის ამბები