25 მარტი 2023,   11:19
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას, ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს - მიხეილ ჩხენკელი  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  იძენს ახალ განზომილებას, ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. მანვე აღნიშნა, რომ ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის აპარატურით, რომელიც განკუთვნილია სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლისათვის. 

აპარატურას, რომლითაც ცენტრი აღიჭურვება, ბელგიური კომპანია აწარმოებს. ქუთაისში დღეს ამ კომპანიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და ფონდი "ქართუს" მიერ, რისთვისაც 1 მილიარდი ევროა გამოყოფილი. უნივერსიტეტის და კამპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად და ეს ქველმოქმედება შეადგენს 1 მილიარდ ევროს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას, ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი. პროტონული თერაპიის დროს, როდესაც ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და ჯანსაღი უჯრედები არ ნადგურდება. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. ადრონული თერაპიის ცენტრი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი, რადგანაც კავშირი სამეცნიერო კვლევით პროცესსა და იმ აკადემიურ პროცესს შორის, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს, უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს მიხეილ  ჩხენკელი.

სიტყვით გამოვიდა ფონდ ”ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისუბრა

"ფონდი ქართუ ასრულებს ავის დანაპირებს, უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში, 1 მილიარდი ევრო, რის შესახებაც გაცხადდა რამდენიმე წლის წინ, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ხორციელდება. ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე ორი ამაჩქარებლით, აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებას გაუკეთებს არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელს ჩვენს ქვეყანას და აიყვანს ის სხვა დონეზე როგორც მედიცინაში, ისე ფუნდამენტალურ მეცნიერებაში,“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

 

 

 

 

 

დღის ამბები