19 აგვისტო 2022,   22:07
ვრცლად
დავით ზალკანიანი ამერიკა-საქართველოს 30 წლის დიპლომატიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი, საუთ-ჰემპტონში ამერიკა-საქართველოს 30 წლის დიპლომატიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ორგანიზატორი და სპონსორი "სილქ როუდ ჯგუფი" და სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტი იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება "სილქნეთსა" და "ბილბორდს" შორის და დაფუძნდა ერთობლივი კომპანია "ბილბორდ საქართველო".

საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას წინანდლის ფონდსა და საუთ-ჰემპტონის ხელოვნების ცენტრს შორის. ღონისძიებას 9 გზის გრემის მფლობელი კომპოზიტორი და შემსრულებელი უინტონ მარსალისი ესწრებოდა.

"სასიხარულოა, რომ "სილქნეთსა" და ბილბორდს შორის გაფორმდა შეთანხმება, დაფუძნდა ერთობლივი კომპანია "ბილბორდ საქართველო" ქართველ-მუსიკალური წრეების წარმომადგნელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ამერიკულ ჩარტებში და ამით, რა თქმა უნდ მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი ცნობადობა," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკანიანი.

დღის ამბები