18 აგვისტო 2022,   04:44
ვრცლად
6 დაღუპული და 24-ზე მეტი დაჭრილი - სროლა ჩიკაგოში 4 ივლისის აღსანიშნავ აღლუმზე მოხდა

6 დაღუპული და 24-ზე მეტი დაშავებული - ჩიკაგოს ოფიციალურმა უწყებებმა პრეს-კონფერენციისას დაადასტურეს, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მომხდარ სროლას, ჰაილენდ-პარკში მსხვერპლი მოჰყვა. დანაშაულის ადგილას სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავცრელებს.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელმა ცეცხლი სახურავიდან გახსნა.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, მათი თქმით, შესაძლოა დამნაშავე კვლავ შეიარაღებული იყოს და საფრთხეს წარმოადგენდეს.

ჰაილენდ-პარტის პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეჭვმიტანილი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია, თეთრი ან ცისფერი მაისურით. ამ დროისთვის მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღლუმი სროლის დაწყებიდან 10 წუთში შეჩერდა. ადგილობრივი უწყებები  აღლუმზე მისულ მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშესაფარი მოძებნონ.

ჰაილენდ-პარკის მერმა განაცხადა, რომ აღლუმი გაუქმებულია, ხოლო ღონისძიებაზე მისულ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. 

 

დღის ამბები