



ვებგვერდი Teslavideomedia.com, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციისა და შემდეგ ვიდეობის ყურების საანაცვლოდ, ფულის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია, ფაქტობრივად, დაკარგა.
Google Trends-ის მონაცემებით, ამ სისტემის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.
ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა.