15 აგვისტო 2022,   02:24
ვრცლად
აქციის მონაწილეთა ნაწილი დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან მჯდომარე აქციას გამართავს

აქციის მონაწილეების ნაწილი ხვალ დილით მთავრობის ადმინისტრაციის ოფისთან გადაინაცვლებს და მჯდომარე, მშვიდობიან აქციას გამართავს, ამის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. 

"დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს", მჯდომარე პროტესტით მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით. 

ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა, ეს საღამო შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ, მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით," - განაცხადა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები