28 ნოემბერი 2022,   23:01
ვრცლად
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და ისტორიულ შანსზე, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანია პოლიტიკოსებისგან გაიგოს როგორ აპირებენ ისინი განახორციელონ ქართველი ხალხის ნება, რომ ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი.

"შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიისადმი, ევროპული მომავლისადმი და შეერთებულ შტატებთან ძლიერი პარტნიორობით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას საქართველოში, მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას.

მე აქ ვარ მთავრობის წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციის წარნომადგენლებთან შესახვედრად, ასევე ჩვენს პარტნიორებთან შესახვედრად. 20 ივნისს სახლიდან ვუყურებდი მიმდინარე მოვლენებს და თბილისში ხალხი გამოვიდა რათა ეთქვა რომ მათ სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი, რომ მათი მომავალი ევროპის ნაწილია.

შესანიშნავია ქართველი ხალხის სურვილის და სიმტკიცის ხილვა რომ იყვნენ ევროპის ნაწილი. ჩვენი ვიზიტის მიზანია რომ გავიგოთ სამოქალქო საზოგადოება, პოლიტოკური აქტორები როგორ განახორციელებენ ქართველი ხალხის სურვილს რომ იყვნენ ევროპის ნაწილი,"- აცხადებს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

დღის ამბები