05 დეკემბერი 2022,   06:20
ვრცლად
ევროპულმა სტრუქტურებმა კარგად ნახონ, როგორ მუშაობენ პარტიები შეხმატკბილებულად, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ეს, საერთო ევროპული ნათელი მომავლისთვის - გიორგი ცაგარეიშვილი 

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გეგმა გაწერილი, პასუხისმგებლობები კი გადანაწილებულია.

მმართველი გუნდი პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მორატორიუმს სთავაზობს. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფიც შეიქმნება.

"ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესრულებას გაწერილ დროში და შესაბამისი ხარისხით აანონსებს, თუმცა ოპოზიციას მათი არ სჯერა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან ევროინტეგრაციის პროცესში მმართველ პარტიასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უნდა დაადასტუროს მზაობა დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყებისთვის. მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციამ საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ასევე თანხმობაში იქნება აქციის მონაწილეების დაკვეთასთან.

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ გეგმა არის ნათლად წარმოდგენილი და მარტივად აღსაქმელი და შემდგომი მუშაობის შედეგად უფრო დაიხვეწება და მოერგება არსებულ პრობლემატიკას:

"ეს არის უპირობოდ გასაკეთებელი, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა კარგად ნახონ, როგორ მუშაობენ ქართველი კანონმდებლები, როგორ მუშაობენ პარტიები შეხმატკბილებულად, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ეს,  საქართველოში საერთო ევროპული ნათელი მომავლისთვის," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები