24 მარტი 2023,   08:08
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ნუ წაართმევ ბავშვობას" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ნუ წაართმევ ბავშვობას" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა.

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

კამპანია, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა

დღის ამბები