30 იანვარი 2023,   08:41
ვრცლად
ნორვეგია უკრაინას 1 მილიარდი ევროთი დაეხმარება - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იონას გარ სტოირის განცხადებით, ნორვეგია უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და უკრაინას 1 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან. 

"ნორვეგია უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ჩვენ 1 მილიარდ ევროს გამოვყოფთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად. ამ თანხით ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას ჰუმანიტარული მხარდაჭერის, რეკონსტრუქციისა და თავდაცვის კუთხით. ეს ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. თქვენ გაქვთ უფლება დაიცვათ თავი, ჩვენ გვაქვს უფლება დაგეხმაროთ თქვენი თავის დაცვაში და ჩვენ გამოვიყენებთ ამ უფლებას,"- აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტოირი.

დღის ამბები