30 იანვარი 2023,   07:52
ვრცლად
აშშ უკრაინას დამატებით 820 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 820 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს - შესაბამისი ინფორმაცია შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

დახმარების ახალი პაკეტიდან 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია საპრეზიდენტო დანაზოგებიდან, 770 მილიონი აშშ დოლარი კი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის თანხებიდან.

უკრაინას გადაეცემა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის HIMARS დამატებითი საბრძოლო მასალა. უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით უკრაინა მიიღებს ორ მოწინავე მიწა-ჰაერის ეროვნულ სარაკეტო სისტემას NASAMS, 155 მმ-იანი 150 ათას საარტილერიო საბრძოლო მასალას და დამატებით არტილერიის საწინააღმდეგო 4 რადარს.

 

დღის ამბები