



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას წიგნად გამოსცემს.
მკითხველი წიგნში უნივერსიტეტის დამაარსებელსა და ქართველ ისტორიკოსს, განსხვავებული რაკურსით გაიცნობს.
წიგნი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოსტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდება. ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმი სოფელ ხოვლეში, სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გაფორმდა.