04 თებერვალი 2023,   05:36
ვრცლად
Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განაახლებს - კომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის ვიზიტი საქართველოში

აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება. თბილისის შემდეგ ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისში ჩავიდა, განახლებული აეროპორტი დაათვალიერა და მის პოტენციალს ადგილზე გაეცნო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ ბორტს აბრუნებს და 1 აგვისტოდან პირდაპირ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში ვიზიტით. პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული დავრჩი ქუთაისის აეროპორტით. ნამდვილად სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, როცა ის ვნახე. საქართველოდან კარგი ამბებით მივდივარ: ვამატებთ მეორე ბაზირებულ ხომალდს ახალი მიმართულებებით. იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ ბევრი ერთობლივი სიახლე გვექნება," - აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.

დღის ამბები