30 იანვარი 2023,   09:48
ვრცლად
"ჭუტას დონეზე არ დავეშვები... იყო უმძიმესი პროვოკაცია და მიიღო პროვოკატორმა პასუხი, მეც იგივეს გავაკეთებდი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვატო წერეთლის მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მან პასუხი მიიღო.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ინციდენტში ჩართულმა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატები უნდა დატოვონ, კობახიძე აცხადებს, რომ ეს აბსურდია.

"რაც შეეხება გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს, ამ ინციდენტის დეტალები ყველამ იცის, რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა [ვატო წერეთელი] კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, ეს არის და ეს. მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი.

რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი. ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე... ძალიან მარტივი რამ არის, ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს, ანრის დონეზე ვარ ახლაც მე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას კანონისა და ეთიკის ფარგლებში, გაეცა სათანადო პასუხი, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.

დღის ამბები