27 იანვარი 2023,   21:12
ვრცლად
ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა აღელვებული ოხანაშვილი, კაცს ფერი არ ედო, ისაუბრა უმძიმეს შეურაცხყოფაზე... შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ - ბექა ოდიშარია

ფიზიკური დაპირისპირებას "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის ინცინდენტის მონაწილე დეპუტატები აფასებენ. ბექა ოდიშარიას თქმით, ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა, ეს თავიდან ვერ აირიდეს.

"გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით, ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს - კაცს ფერი არ ედო სახეზე, ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კადრები," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის ირაკლი ზარქუას შეფასებით კი, ამერიკის საელჩოში რაც მოხდა, წინასწარ დაგეგმილი ქმედება და პროვოკაცია იყო.

ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.

დღის ამბები