27 იანვარი 2023,   22:30
ვრცლად
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია გავრცელებულ წერილში წერს, საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რას მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს.

მისივე თქმით, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა. კურიერი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

დღის ამბები