27 იანვარი 2023,   21:47
ვრცლად
მივმართავ კელი დეგნანს, თქვენს ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა, ეს კადრები უნდა იხილოს მთელმა ქვეყანამ - ვატო წერეთელი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი საქართველოში აშშ-ის ელჩს ფიზიკური დაპირისპირების კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

წერეთელი გუშინ მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"ის[ანრი ოხანაშვილი] იყო, ბექა ოდიშარია, ზარქუა და მგალობლიშვილი. მომიახლოვდა, გამომიქანა ხელი, სანამ მოვედი გონს, მერე მგალობლიშვილმა მეორე დამაწია და ჯგუფური თავდასხმა იყო. მე მივმართავ კელი დეგნანს, თქვენს ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ ეს კადრები იხილოს მთელმა ქვეყანამ," - განაცხადა წერეთელმა. 

ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.

დღის ამბები