



განათლების მინისტრმა, აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ერთად, საქართველოში "მშვიდობის კორპუსის" ახალი ოფისის გახსნაში მონაწილეობა მიიღო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და "მშვიდობის კორპუსი საქართველოს" წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.