28 იანვარი 2023,   04:41
ვრცლად
არ მგონია ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება - თორნიკე რიჟვაძე ტექნიკური მთავრობის ინიციატივაზე

თორნიკე რიჟვაძემ ტექნიკური მთავრობის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციის მიზანს ვერ მიაღწევს.

"რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის, ეს მიმდინარე წარმატებული აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანოს, გამოიწვიოს გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის ევროპულ ოჯახში, თუმცა არ მგონია ქართველი ხალხის ნება და ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება,"-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. 

დღის ამბები