28 იანვარი 2023,   03:24
ვრცლად
მადრიდში NATO-ს სამიტის ღონისძიება იენს სტოლტენბერგმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნეს

მადრიდში ამ წუთებში  NATO-ს სამიტი იხსნება. ღონისძიებას ალიანსის გენერალური მდივანი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხსნიან. ალიანსის ლიდერები იკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და დაამტკიცონ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. სამიტს NATO-ს წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც ესწრებიან. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. ი

რაკლი ღარიბაშვილი სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მიიწვია. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

დღის ამბები