28 იანვარი 2023,   05:02
ვრცლად
უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქვთ შიდა კონკურენცია - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" შეფასებით, ტექნიკური მთავრობის შექმნის ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია. მმართველი გუნდისთვის ასევე გაუგებარია, რა პოლიტიკურ ან სახალხო ლეგიტიმაციას ხედავენ წაყენებულ პირობაში ინიციატივის ავტორები.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ამ მოთხოვნის მიღმა პარტიულ ინტერესებს ხედავს.  

"ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შიგნით აქვთ შიდა კონკურენცია გაჩაღებული, რომ ამ არეულობის სცენარში ვინ უფრო უპირატესი იქნება, იქნება ეს "სირცხვილია", "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა". სინამდვილეში, ეს ყველა ერთი გაერთიანებაა ერთი მიზნით, უბრალოდ შიდა ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ. მაგრამ არაუშავს, როდესაც ისინი ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგით არიან დაკავებულები, საქართველო განაგრძობს პროგრესს და ამის ნათელი მაგალითია, რომ დღეს მადრიდში იხსნება ნატოს სამიტი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

 

 

 

დღის ამბები