28 იანვარი 2023,   03:28
ვრცლად
მოთხოვნები მთავრობის გადადგომის თაობაზე პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს - გია ვოლსკი​

სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის მოთხოვნებსა და ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.

მათი მტკიცებით, მაშინ როცა ევროპელი კოლეგები ქართული პოლიტიკური სპექტრისგან კონსტრუქციულობას ელიან, ოპოზიცია აქტივისტებთან ერთად რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობს.

"გაჟღერებული მოთხოვნები მთავრობის გადადგომის თაობაზე პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს. დეპოლარიზაცია არის მთავარი თემა, ასე რომ ეს შეუთავსებლობა უკვე აშკარაა, დაპირისპირებაა არამხოლოდ საქართველოს ინტერესებთან, არამედ იმ ინტერესებთან, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მათთვის სტაბილურობა საქართველოში არის საგანგებო მნიშვნელობის თემა," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები