11 აგვისტო 2022,   00:57
ვრცლად
სროლა ნორვეგიის დედაქალაქში - დაიღუპა 2, დაიჭრა 14 ადამიანი 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი.

პირველადი ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა, მოტივი კი ჯერ უცნობია. შემთხვევას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და ფაქტს - "საშინელი და ღრმად შემაძრწუნებელი თავდასხმა" უწოდა.

დღის ამბები