11 აგვისტო 2022,   00:34
ვრცლად
"გადადგეს პრემიერი და დაინიშნოს მთავრობა ახალი შემადგენლობით" - აქციაზე პოლიტიკურ მოთხოვნები დააყენეს

აქციაზე "შინ ევროპისკენ" დღეს შეკრებილებმა 2 სიახლე მოისმინეს, რომელიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ეხებოდა. 

ერთი არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მეორე კი, ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. მიზანი კი, იმ 12-ვე პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა. 

ასევე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მორიგი აქცია დააანონსეს, რომელიც 3 ივლისს დაიგეგმა. 

დღის ამბები