30 ივნისი 2022,   03:13
ვრცლად
ხოშტარია პროკურორებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს - რას პასუხობენ მას მმართველი გუნდიდან

ბიზნესმენებისა და მოსამართლეების შემდეგ, ელენე ხოშტარია სანქციების დაწესებას პროკურორებისთვის ითხოვს. პარტია "დროამ“ დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურორების სია წარადგინა.

"ვაგრძელებთ დეოლიგარქიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უკავშირდება ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების სანქცირების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. ჩვენი ვალია, დღეს არ დაზარალდეს ქვეყანა, მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია, თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა. საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენები, საქართველოს ჰყავს ღირსეული მოსამართლეები, ღირსეული პოლიციელები და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას განცხადებას უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

"ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მაღალი მორალური კატეგორიებით როდესაც საუბრობ და ყველაფერი რუსული შენთვის მიუღებელია და ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებ ფულს, რაშიც არ უნდა იღებდე, ეს რამდენად არის მორალურად გამართლებული, როდესაც ასეთი მაღალი მორალური კატეგორიებით საუბრობ, მე ამას არ შევაფასებ, ეს შეაფასოს საზოგადოებამ,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები