30 ივნისი 2022,   02:39
ვრცლად
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.  

"ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციის გზაზე. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ თქვენს ერთგულებას საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი. თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ,“ - წერს twitter-ის გვერდზე გიტანას ნაუსედა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. 

 

დღის ამბები