27 ივნისი 2022,   04:19
ვრცლად
"მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ პარლამენტში არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი"- კალიურანდი

ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში, თუმცა მმართველ პარტიას არ შეუძლია მოახდინოს სასწაულები თუ პარლამენტში არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი.

"100 დღის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გვიანი იყო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მათ შეაფერხეს საქართველოს ევროპული ასპირაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ ასევე სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი.

ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში", – განაცხადა კალიურანდმა.

დღის ამბები