28 იანვარი 2023,   04:26
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა - სამადაშვილი

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა. 

"მმართველი გუნდი გეგმავს, უმრავლესობა გამოიყენოს ვეტოს დაძლევისთვის, რაც იქნება პრემიერის დღევანდელი გამაოგნებელი გამოსვლის შემდეგ მორიგი ნაბიჯი, რომელმაც ფაქტობრივად, ნათლად თქვა, რომ მისი გუნდის დღის წესრიგში არ შედის არანაირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ გამიზნული საბოტაჟია "ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი ევროპული არჩევანის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა

დღის ამბები