27 იანვარი 2023,   22:48
ვრცლად
ჩვენ ვართ ეპიდემიის ზღვარზე, ამ დაავადებებს შეუძლია მარიუპოლის ათასობით მკვიდრს შეუქმნას სერიოზული საფრთხე - პიოტრ ანდრუშენკო

ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ -  საპორტო ქალაქში მდგომაროება რთულდება. ასევე, აქტიურად გრძელდება რუსიფიკაციის პროცესიცც. "რუსთავი 2" მარიუპოლის მერის მრჩეველს ესაუბრა. 

პიოტრ ანდრუშენკოც ამბობს, რომ აზოვსტალელების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ.

"ჩვენ ვცდილობთ, საჯაროდ არ ვისაუბროთ აზოვსტალელებზე, რადგან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის. ვიმედოვნებთ, რომ ჯარისკაცები კარგად არიან. კომუნიკაცია გვაქვს მათ მეუღლეებთან და მათგან ვიღებთ ინფორმაციას ჯარისკაცების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ვცდილობთ, არ ვისაუბროთ ამაზე ღიად და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

4 დღის განმავლობაში, რუსები მარიუპოლის პორტში გემს ტვირთავდნენ ლითონით. დაახლოებით 3 000 ტონა მოპარული ტვირთით არის დატვირთულ გემი, რომელიც დღეს გავიდა მარიუპოლის პორტიდან, დონის როსტოვის მიმართულებით. დღემდე, ჩემი ინფორმაციით, რუსებს გატანილი აქვთ რამდენიმე ასეული ათასი ტონა ლითონი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 170 000 -200 000 მილიონი დოლარია.

აქამდე გვქოდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში 24 თებერვლიდან მოყოლებული 22 000 ადამიანი დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ რიცხვი ამაზე მაღალია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ მასობრივ სასაფლაოზეა დაკრძალული. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს რიცხვი ორმაგია, დაახლოებით 44 000 - ზუსტ რიცხვს უახლოეს მომავალში ვიტყვით.

ოკუპანტის პირველი ნაბიჯი მარიუპოლის ანექსიის, ეს არის რუსეთის მიერ რუსული პასპორტების გაცემა უკრაინელებისთვის. მათ უნდათ მარიუპოლში ჩაანაცვლონ უკრაინული პასპორტები რუსული პასპორტებით და ახლა ამას აკეთებენ, ამისთვის ისინი ემზადებოდნენ.

მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში, ქუჩებში ყრია ნაგავი, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ ჯერ კი­დევ ათა­სო­ბით ცხე­და­რი რჩე­ბა. ზაფხულია, ტემპერატურა მოიმატებს, ამიტომ, ჩვენი ექიმები საუბრობენ,რომ შეიძლება ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ჩვენ ვართ ეპიდემიის ზღვარზე, ამ დაავადებებს შეუძლია მარიუპოლის ათასობით მკვიდრს შეუქმნას სერიოზული საფრთხე, სიტუაცია რთულია", - აღნიშნა ანდრუშენკომ.

დღის ამბები