27 იანვარი 2023,   21:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშისთვის ემზადება - 154 გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა

ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშისთვის ემზადება. მთავრობის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა დეპუტატებს ანგარიშს პრემიერი თავად გააცნობს.

კანონმდებლებმა ჯერ 154 გვერდიანი დოკუმენტი უნდა წაიკითხონ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტში უკვე გადაიგზავნა.

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, სოციალური პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარება -  154-ტ გვერდზე ძირითადად 4 მიმართულებაა გაშლილი.

უკვე ცნობილია, რომ პრემიერ - მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას, განსაკუთრებულ აქცენტს ქვეყნის ევროინტეგრაციაზე გააკეთებს.

დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი სახელმწიფო მმართველობა. დეპუტატების უმეტესობამ, პრემიერის წლიური ანგარიშის სრულად გაცნობა ჯერ ვერ მოასწრო, შესაბამისად, შინაარსობრივ შეფასებებზე მეტად პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

ღარიბაშვილი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს ევროკავშირთან დაახლოებაზე, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე გააკეთებს, მათ შორის მედიკამენტების გაიაფებასა და შემწეობების გაზრდაზე.

რამდენიმე დღეში ქართველი კანონმდებლები მთავრობის მეთაურს მოუსმენენ შემდეგ კი კითხვებს დაუსვამენ. 154 გვერდიანი დოკუმენტი, ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება.

დღის ამბები