27 იანვარი 2023,   22:06
ვრცლად
პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ - შალვა პაპუაშვილი

ნონა მამულაშვილის განცხადებას, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს, გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყნის არევის რესურსი არ გააჩნია. მისივე თქმით, ოპოზიცის პარლამენტში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ აქვთ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა. 

"პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და პირიქით, პარლამენტის დატოვება ნიშნავს, რომ ეს არის გამოხატული პირდაპირი განზრახვა ქვეყნის არევის. ამიტომ იყო, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბოტაჟს უცხადებდნენ პარლამენტს და არ შემოდიოდნენ. ჰქონდათ იმედი, რომ არევდნენ ქვეყანას, მეორეს მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ამის რესურსი არ აქვთ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რამდენი ტალღა იყო სხვადასხვა საკითხის გამოყენებისა იმისთვის, რომ არიონ ქვეყანა, პიროვნული ტრაგედიებით დაწყებული და ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული. არ არსებობს თემა, რომელიც ეუხერხულება რადიკალურ ოპოზიცია, რომ ჩაეჭიდოს ამ თემას და როგორმე გამოიყენოს ინსტრუმენტად, რათა გამოიწვიოს მღელვარება,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები