27 იანვარი 2023,   21:16
ვრცლად
ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათაც გამოყონ ექსპერტი - სააკაშვილის ადვოკატი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გამოყოს ექსპერტები, რომლებიც ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ და დასკვნას ერთობლივად დადებენ.

ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არ შეიქმნება დაბრკოლება პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათაც გამოყონ ექსპერტი, რათა მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის, იმიტომ, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში კლინიკა "ვივამედში" ცენტრ "ემპათიის" ექსპერტებს ელოდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

 

დღის ამბები