30 ივნისი 2022,   02:44
ვრცლად
"თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს "შავ ხვრელად" - ანა ნაცვლიშვილი პრემიერს 

"ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მისი განცხადებით, რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი "შავი ხვრელით" არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში.

"თქვენ აქ იდექით 15 წუთის განმავლობაში და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით.

თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს "შავ ხვრელად"? თავს ნუ დაიმშვიდებთ მაინცდამაინც იმით, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. ასეთი ფაქტი თუ დაფიქსირდა, მერწმუნეთ, რომ აქედან სახლში არ წახვალთ, ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე გულწრფელად არ გისურვებთ, რომ იმ ადგილას წახვიდეთ," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტში განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს კიევში ჩასვლა ურჩია. 

"თქვენი განცხადება სანქციებთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალთან კოჯორში, იყო ძალიან დიდი შეცდომა. თქვენმა ამ ფრაზამ, ამ განცხადებამ ძალიან გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა. ძალიან დაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რომ ჩახვიდეთ კიევში და მხარში დაუდგეთ ჩვენს თავგანწირულ მეგობრებს. აშკარად ფრთხილობთ, ჩემი აზრით ზედმეტად და არ გინდათ გააღიზიანოთ რუსები. თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს და დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, ამ აზრს იმ ბოროტ კაცს, პუტინს, ვერავინ ვერ შეაცვლევინებს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, ეკატერინე ხერხეულიძემ.

"ომი უნდა იდიოტს ამ ქვეყანაში და ნებისმიერს, ვისაც ამისკენ მიდრეკილება აქვს, ის არის ავადმყოფი. ეს არ გახლავთ ჩვენი მისწრაფება. ჩვენი მისწრაფება გახლავთ ბრძოლა თავისუფლებისთვის," - განაცხადა ეკატერინე ხერხეულიძემ.

 

 

 

დღის ამბები