27 ივნისი 2022,   02:50
ვრცლად
"ევროპისკენ" - 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დღის ბოლოს გალა კონცერტი დაასრულებს

"ევროპისკენ" - ამ გზავნილით 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დღის ბოლოს გალა კონცერტი დაასრულებს. მზადება უკვე დაწყებულია. მუსიკოსები ამ წუთებში რეპეტიციას იწყებენ.

კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 9-ის ნახევარზე დაიწყება. სცენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროს შექმნილი ქართული მუსიკა. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები განსხვავებულად მიულოცავენ, მათ შორის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი და აშშ-ის ელჩი, რომელთა მილოცვები ჩართული იქნება მუსიკალურ პროგრამაში. 

დღის ამბები