27 ივნისი 2022,   04:01
ვრცლად
ველოდებით, როდესაც ევროკომისია წარადგენს დასკვნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კარლ ჰარცელმა ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პროგნოზებით, ევროკომისია დასკვნას 2-3 კვირაში წარადგენს. 

"მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ასევე პატივისცემა მინდა გამოვხატო სამხედროების მიმართ, ისინი იცავენ არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს გლობალურად ავღანეთში, აფრიკაში და სხვა ქვეყნებში.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ევროკომისია წარადგენს დასკვნას, მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით. ჩემი პროგნოზით, ეს მომავალ 2-3 კვირაში მოხდება," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები