27 ივნისი 2022,   03:17
ვრცლად
აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ CNN წერს. 

ჯგუფი, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო თუ სხვა ტიპის დანაშაულის დოკუმენტირებას განახორციელებს, ასევე სამხედრო დანაშაულის საკითხზე მომუშავე განყოფილებას მისცემს სტრატეგიულ რეკომენდაციებს და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს.

"აშშ და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ რიგ საერთაშორისო ძალისხმევებს, ამ სისასტიკეებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად. უკრაინის გენერალური პროკურატურა შეასრულებს გადამწყვეტ როლს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამხედრო დამნაშავეები და სხვა ბოროტმოქმედნი, პასუხისგებაში მიეცენენ",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა

დღის ამბები