30 ივნისი 2022,   02:53
ვრცლად
პროგრამა მინიმუმი უნდა ყოფილიყო, რომ არ  გაჩენილიყო კითხვები სანქციების თავის არიდებაში, რუსეთს ხომ არ ვეხმარებით - მიხეილ დაუშვილი

რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად, -უმრავლესობის მოწოდების ფონზე, მოიყვანონ კონკრეტული ფაქტები, ოპოზიცია არგუმენტებს არ ასახელებს. პარტიები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო მმართველი გუნდის წევრების რიტორიკა და მათი განცხადებები. აპირებენ თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გასაჯაროებას, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს გამოაქვეყნებს.

"რა სამუშაო ჩაატარა კობახიძემ, როგორც კი ამას იტყვის, ჩვენ აუცილებლად, მეორე დღესვე ჩამოვთვლით საკითხებს, რაც უნდა გაეკეთებინათ უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის - ექიმების დახმარებით, ექიმების გაგზავნით ჰუმანიტარული მიზნებისთვის, სისხლის გაგზავნით - სისხლის ბანკის პრობლემა აქვთ დაჭრილებთან დაკავშირებით. ამ საკითხების გადაწყვეტა რა ხიფათს შეიცავდა, ვერ ვხვდები,"- აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ  ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ქვეყანას ძვირი უჯდება ევროპული პერსპექტივის დაცვის თვალსაზრისით. 

"არავინ არ სთხოვს არც ღარიბაშვილს, არც კობახიძეს და არავის სხვას, რამე სანქციები დაუწესოს რუსეთს. ერთადერთი, რასაც მათ სთხოვენ არის ის, რომ არ გააკრიტიკოს ევროკავშირის პოლიტიკა სანქციებთან მიმართებაში

ღარიბაშვილს დიდი ხანია მოვუწოდებ, რომ გაჩუმდეს, რადგან მისი ყოველი ხმის ამოღება ქვეყანას უჯდება ძალიან ძვირი, ჩვენი მომავლის და ევროპული პერსპექტივის დაცვის თვალსაზრისით,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი კი ამბობს,რომ ხელისუფლებისთვის პროგრამა მინიმუმი უნდა ყოფილიყო ის რომ არ გაჩენილიყო კითხვები რუსეთის დახმარებაზე სანქციებისგან თავის არიდებაში:

"პროგრამა მინიმუმი უნდა ყოფილიყო დღევანდელი ხელისუფლებისთვის ის, რომ კითხვა არ უნდა გაჩენილიყო სანქციების თავის არიდების კონტექსტში, რუსეთს ხომ არ ვეხმარებით; მეორე - სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ თუ არა უკრაინას. ეს ორი რამე იყო პროგრამა მინიმუმი და როცაამას ვერ შეასრულებ, რაზე ლაპარაკობს საერთოდ კობახიძე, გაუგებარია," - განაცხადა  მიხეილ   დაუშვილმა.

დღის ამბები