30 ივნისი 2022,   02:05
ვრცლად
25 მაშველი, რომელიც იალბუზზე ალპინისტების ჩამოსაყვანად ავიდა, კავშირზე აღარ გადმოდის

25 მაშველი, რომელიც იალბუზიდან 4 ალპინისტის ევაკუაციას ახორციელებდა, კავშირზე აღარ გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ექსტრემალური რეაგირების სამსახური ავრცელებს.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც 3 მოსკოველი ტურისტი და ერთი მფრინავი იმყოფებოდა, ექსტრემალურად დაჯდა მთის სამხრეთ კალთაზე, რადგან ძრავი გაუფუჭდა.

ადგილზე მაშველები გაემგზავრნენ, მათ ალპინისტების პოვნა შეძლეს, თუმცა ღამით  ამინდი გაუარესდა და ბაზაზე დაბრუნება მხოლოდ 5-მა ადამიანმა შეძლო. დანარჩენები, სავარაუდოდ, ალპინისტებთან და მფრინავთან ერთად, 5300 მეტრზე მდებარე ქოხში გაჩერდნენ, მაგრამ მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის უცნობია.

დღის ამბები