30 ივნისი 2022,   02:56
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლების, პირადად ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" შეთავაზებას, რომ საჯაროდ ჩამოწერონ ის პუნქტები, თუ რითი არიან უკმაყოფილო და რა პრეტენზიები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ოპოზიციაში პასუხობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები ანტიუკრაინულია, რაც შეეხება დახმარებას, უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება არა საქართველოს სახელმწიფომ, არამედ ქართველმა ხალხმა გაუწია:

"საქართველოს ხელისუფლების, პირადად ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული, დემონსტრაციული, სპეციალურად გაკეთებული განცხადება, რომ ის არ უერთდება არანაირ სანქციას.

როდის ახსენა ბატონმა ღარიბაშვილმა პუტინი? ვეძებე გუგლში, 2014 წელს პირველად ახსენა, მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ვერსად ვერ ვიპოვე.

საქართველო თურმე მსოფლიოში ყოფილა 1-ელ ადგილზე საფოსტო გზავნილებით უკრაინისადმი, დახმარების კუთხით და ამითი ამაყობს ხელისუფლება, როდესაც ეს არის ჩვენი მოქალაქეების კერძო ინიციატივა. რა გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის დასახმარებლად, ჩამოგვიწერონ და არა - რა გააკეთა ხალხმა," - განაცხადა რომან გოცირიძემ

დღის ამბები