30 ივნისი 2022,   01:25
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია უკვე დავოსშია - პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებს შეხვდება

ერთ საათში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი. რეგიონის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ფორუმში, დაახლოებით, 2 ათასი ლიდერი და ექსპერტი მონაწილეობს.

დელეგატებს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია უკვე შვეიცარიაშია. გათვალისწინებულია პრემიერის ორმხრივი, მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. პანელურ დისკუსიებზე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც დღეს მსოფლიო და ევროპა დგას და, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მასში უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად მონაწილეობს თემატურ პანელებში და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერთან და მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ.

დღის ამბები