30 ივნისი 2022,   03:02
ვრცლად
"წითელი ჯვარი" არ გამოაქვეყნებს "აზოვსტალიდან" გადაყვანილი ტყვეების სიას

"წითელი ჯვარი" არ გამოაქვეყნებს "აზოვსტალიდან" გადაყვანილი ტყვეების სიას. ახლობლებმა შეეძლებათ,  ეს მონაცემები ორგანიზაციაში მოითხოვონ.

ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების რაოდენობასა და პერსონალური მონაცემების შესახებ დარჩება კონფიდენციალურად და საჯაროდ არ გამოქვეყნდება.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირელა ხოდეიბმა აღნიშნა, რომ  სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია ორგანიზაციის მიერ, მათ საშუალებას აძლევს თავი დაცულად იგრძნონ, ყოველ შემთხვევაში, უკვალოდ გაქრობის რისკისგან.

დღის ამბები