30 ივნისი 2022,   02:50
ვრცლად
"არ მსურს უკრაინელებს ილუზიები შევუქმნა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება" - საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემენტ ბოუნის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას, მინიმუმ 15-დან 20 წლამდე დასჭირდება, რაც აფერხებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმედებს, ბლოკში სწრაფი შესვლის შესახებ.

"ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას ექვს თვეში ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ", - განაცხადა კლემენტ ბოუნმა, საფრანგეთის რადიო J-სთან საუბარში.

"არ მსურს რომ უკრაინელებს ილუზიები, ან ტყუილი შევთავაზო, ამას, სავარაუდოდ, 15-20 წელი დასჭირდება - დიდი დროა საჭირო", - დასძინა ბოუნმა.

ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა ინიციატივა უკრაინის ევროკავშირთან "ასოცირებულ" პოლიტიკურ თანამეგობრობაში მიწვევასთან დაკავშირებით.

წყარო : Radio Liberty

 

 
დღის ამბები