30 ივნისი 2022,   02:20
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "აზოვსტალი" რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "აზოვსტალი" რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა და სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან. მათივე ცნობით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 კაციანი ჯგუფი ტყვედ ჩაბარდა. 

"მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან ბლოკირებული იყო უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი "აზოვი", სრულად გათავისუფლებულია",  – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო აცხადებს,  16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "დღეს, 20 მაისს, ტყვედ ჩაბარდა ბოლო ჯგუფი, 531 მებრძოლის შემადგენლობით, ასევე ბატალიონ "აზოვის" მეთაური,  ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს.

განცხადების თანახმად, ქარხნის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის უკრაინელი მებრძოლებისგან გათავისუფლების შესახებ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა.

დღის ამბები