25 ივნისი 2022,   15:53
ვრცლად
ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი - დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე

მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდში. დავით სერგეენკოს განცხადებით, ოჯახის პოზიცია და სურვილი, მათი ახლობელი კარგად იყოს, გასაგებია, თუმცა უნდა შეწყდეს ზეწოლა მედიკოსებზე, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დეპუტატები ამბობენ, რომ პატიმარმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

"ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი. ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა თუ პოლიტიკოსები რაღაცნაირად მონახავენ თავის თავში ძალას და თუნდაც 2 დღიან მორატორიუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ექიმებზე ასეთი წნეხი და ასეთი პირდაპირი მუქარა არ იყოს. მისცენ საშუალება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ," - აცხადებს დავით სერგეენკო.

დღის ამბები